შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ოთარ დანელიამ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს თავმჯდომარეობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სესიას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ და ყურადღება ასამბლეასა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „საკანონმდებლო ჩარჩო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი პროექტების განხორციელებისათვის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“; „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ბისეკის ქვეყნებში“; „სამედიცინო დანიშნულების ისტორიული ძეგლების დაცვა და თანამედროვე როლი ბისეკის ქვეყნებში“. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციებიც.

პლენარული სესიის ბოლოს ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC)- თავმჯდომარეობა მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა