ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, დავით მურვანიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა.

"ეუბნებოდნენ, რომ დააკავებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა- მოხმარებაზე და შემდეგ უკვე ბრალი წაუყენეს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე. კონკრეტული პირის მიმართ სურდათ მიეღოთ სასურველი ჩვენება. ავტომობილიდან არაფერი ამოუღიათ, არაფერი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო. არ ვიცი რის საფუძველზეა დაკავებული აღნიშნული მუხლით, დავუტოვე განცხადება მასალების გადმოცემაზე,” - აცხადებს ადვოკატი თემურ ადონია.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ირაკლი ღლონტი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს