დონალდ ტრამპი - ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ კი ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა

ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ კი ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპმა კორონავირუსის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებაში ჩინეთს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი.

მისი თქმით, ოფიციალურმა პეკინმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაასაჯაროვა.

„ეს ყველაფერი მათი არაკომპეტენტურობის გამო მოხდა. შედეგად კი ვირუსი აშშ-ში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში გავრცელდა. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს