აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ჩართულობის ცენტრმა“ რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ჩართულობის ცენტრმა“ რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები.

„გლობალური ჩართულობის ცენტრის“ ანგარიშში, რომლის მიზანი მავნე დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა, აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კუთხით რუსეთი წამყვან საფრთხედ რჩება.

დოკუმენტში საუბარია ყირიმში დაფუძნებულ საინფორმაციო სააგენტო News Front-ზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებლის Roskomnadzor-ის მიერ არის რეგისტრირებული.

„News Front-ის მფლობელი მედია ჯგუფი News Front-ია, რომლის თანადამფუძნებელი კონსტანტინ კნირიკია. მისი განმარტებით, News Front-ს თავდაპირველად Crimean Front-ი ერქვა და მისი მიზანი რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსიის მცდელობის საინფორმაციო მხარდაჭერა იყო. 2014 წლის მოვლენების შემდეგ Crimean Front-ი South-Eastern Front-ად, მოგვიანებით კი - News Front-ად იქცა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

„გლობალური ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციით, News Front-ი რამდენიმე ენოვანი ვებ-გვერდის სახით ფუნქციონირებს და აქვეყნებს შინაარს სლოვაკურ, ქართულ, უნგრულ, ფრანგულ, სერბულ, ესპანურ, გერმანულ, ბულგარულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

„ისინი ასევე აცხადებენ, რომ სარედაქციო განყოფილებები აქვთ: ბულგარეთში, სერბეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, საქართველოსა და უნგრეთში,“- აღნიშნულია ანგარიშში.

„გლობალური ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციით, News Front-ი უკრაინის კონფლიქტის, ყირიმის ანექსიის, შეერთებული შტატების არჩევნების, ნატოსა და კორონავირუსის პანდემიის თემებზე დეზინფორმაციულ, პრორუსულ მასალებს აქვეყნებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის აპრილში Facebook-მა News Front-ის ანგარიში კომპანიის პოლიტიკის დარღვევის გამო წაშალა. 2020 წლის მაისში კი News Front-ის YouTube არხებიც წაიშალა. გარდა ამისა, „წესების დარღვევისთვის“ სააგენტოს ანგარიში Twitter-მაც გააუქმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფმა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დაასკვნა, რომ News Front-ის Facebook-ში საქმიანობა ქვეყანაში პლატფორმის მომხმარებელთა იდენტიფიკაციის შესახებ ინფორმაციის ქურდობას მოიცავს.

„ორგანიზაცია დეტალურად აღწერს News Front-ის ძალისხმევას, რაც Facebook-ის ქართველ მომხმარებლებს შორის ანტაგონიზმისა და აგრესიის წაქეზებას, ასევე საზოგადოების დაყოფას გულისხმობს და ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილების გავრცელებით პოლიტიკური პოლარიზაციის შექმნას ისახავს მიზნად,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს