დავით ბაქრაძე - ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ

ეს არის დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადომა და ერთად შრომა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე, აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთო ენის მონახვა და ერთად დადგომა შეძლონ.

„დღეს, პირველ რიგში, არის ტკივილის და მოგონების დღე და პატივს მივაგებთ თითოეულ ადამიანს და ომის ყველა მსხვერპლს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლების დაცვას. ეს არის ასევე, დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადომა და ერთად შრომა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მთავარ ღირებულებებს. საქართველოს მთლიანობა, საქართველოს ერთიანობა და ოკუპაციის დასასრული არის სწორედ ასეთი ღირებულება. ეს პრობლემა, ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება, ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ.

დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება გამთლიანებული, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ერთიანი, დაცული და ევროპული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, ამ მთავარ საკითხში, მიუხედავად ყველა განსხვავებისა, უთანხმოებისა, ქართველები მოვახერხებთ ერთად დადგომას და მოვახერხებთ ერთად შევაჩეროთ ის დიდი უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა