მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და ერთის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში გახლდათ 1206 დადასტურებული შემთხევვა, დაგვემატა 7 და დღევანდელი მონაცემები გვაქვს 1213. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 7-ით გაიზარდა, იყო 987 და დღეს 994 გახლავთ. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82%-ია. აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას უსწრებს.

7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული, 5 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, მათ ცენტრში 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ახალი პაციენტი არ მიუღიათ. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ცენტრში 38 დადასტურებული შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელდა 6. ახალი პაციენტი არ მიგვიღია და გვაქვს 32 დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა განიხილება, როგორც საშუალო და მათზე მსუბუქი პაციენტები“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს