„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლური აქცია გამართეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ გორში, ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლური აქცია გამართეს.

პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ყველამ გვერდით უნდა გადადოს დაპირისპირება, როდესაც საქმე საქართველოს ერთიანობას ეხება.

მისივე თქმით, არასდროს მოშუშდება ის ჭრილობა, რომელსაც ოკუპაცია და აგრესია ჰქვია.

„აქედან ერთ კილომეტრში ჩანს ქალაქი ცხინვალი, სულ რამდენიმე მეტრშია საოკუპაციო ზოლი. ეს არის ის ჭრილობა, რომელიც გატარებულია ჩვენი სამშობლოს გულზე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, გვერდით გადავდოთ ყოველგვარი განსხვავება და ყველანაირი დაპირისპირება მაშინ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ერთიანობას, საქართველოს მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას. სწორედ ამიტომ ვატარებთ აქ ყოველწლიურად სიმბოლურ აქციას, რომ ყველამ დაინახოს, რომ ქართველები ვდგავართ ერთად და არასდროს მოშუშდება ის ჭრილობა, რომელსაც ჰქვია ოკუპაცია და აგრესია მანამ, ვიდრე არ მოხდება საქართველოს გაერთიანება და გამთლიანება. მე მჯერა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო ძალისხმევით, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკური დიპლომატიური ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ უკანონი ოკუპაციის დასრულებას, აუცილებლად მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას და საქართველოი იქნება ერთიანი, მთლიანი, ეკონომიკურად წელში გამართული და ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა