ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს და საკუთარი ძალები საქართველოდან გაიყვანოს, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ერიქსენ სორაიდეს მიერ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„2008 წლის აგვისტოში რუსულმა ძალებმა სეპარატისტების მხარე დაიჭირეს და საქართველოს რეგიონზე კონტროლი დაამყარეს. 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რუსეთის ჯარების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონებიდან გაყვანას ითვალისწინებს.

ამის ნაცვლად, რუსეთმა თანდათანობით გააფართოვა და გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა ორივე რეგიონში, ორივე მათგანი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო და ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთის მმართველ სტრუქტურებში აღნიშნული რეგიონების უფრო მჭიდროდ ინტეგრირებას ითვალისწინებს,“- აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

მისივე თქმით, ოკუპაციის პროცესი „კოვიდ 19“-ის პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა.

„ეს პროცესი „კოვიდ 19“-ის პანდემიის დროსაც გაგრძელდა, რასაც ხშირად თან ახლავს შეთქმულების თეორიების გავრცელების მცდელობები, რომლებიც ძირს უთხრის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ერიქსენ სორაიდე ხაზს უსვამს, რომ საქართველო ნორვეგიის ღირსეული პარტნიორია და ნორვეგია მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„საკუთარი საგარეო პოლიტიკის კურსი ქართველმა ხალხმა და მათმა არჩეულმა ლიდერებმა თავად უნდა განსაზღვრონ. 21-ე საუკუნეში ე.წ. „გავლენის სფეროების“ ადგილი არ არის. საქართველო ნორვეგიის ღირსეული პარტნიორია და ჩვენ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გასაფართოვებლად და გასაძლიერებლად ვიმუშავებთ. ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს რეფორმებისა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მცდელობის მხარდაჭერას. სტაბილური, დემოკრატიული და აყვავებული საქართველო ნორვეგიისა და მთლიანად, ევროპის ინტერესებშია,“- აღნიშნულია ერიქსენ სორაიდეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო