ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება” დამაჯერებლად დამარცხდება

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია დაქსაქსული არაა და საქმე ოპოზიციური ძალების მრავალფეროვნებასთან გვაქვს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე „ლელო საქართველოსთვის” მთავარი კონკურენტი მმართველი გუნდია. მისი თქმით, თუ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების” კანდიდატები იქნებიან, „ლელო” მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ოპოზიციის დაქსაქსულობაზე, არამედ მრავალფეროვნებაზე და ოპოზიციის მრავაფეროვნება უზრუნველყოფს მაქსიმალური რაოდენობით ოპოზიციური ხმების მიზიდვას იმიტომ, რომ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ ამ ხელისუფლების შემოდგომაზე შეცვლასთან დაკავშირებით. ნახავთ, რომ „ქართული ოცნება” დამაჯერებლად დამარცხდება. ამიტომ აუცილებელია, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პროგრამებით, ხედვით შეძლონ ელექტორატის მოზიდვა, რათა ვნახოთ შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს შედეგი არის „ქართული ოცნების” დამარცხება”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს