ბადრი ჯაფარიძე ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდება

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც შეხვედრამდე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, საარჩევნო პროცესში ეუთო/ოდირის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა მმართველმა ძალამ მის ხელში არსებული რესურსები უკანონოდ არ გამოიყენოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო მისიების რაც შეიძლება დიდი წარმომადგენლობა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის ღრმა ჩართულობა წინასაარჩევნო პერიოდში და თვითონ არჩევნების პროცესში. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მათ, რომ რაც შეიძლება დიდი წარმომადგენლობა იყოს წლევანდელ არჩევნებზე და წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს დაკვირვება მთელ პროცესზე იმისათვის, რომ ჩვენ არ მივცეთ საშუალება მმართველ ძალას, უკანონოდ გამოიყენოს მის ხელში არსებული რესურსები. წლევანდელი არჩევნები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამიტომ აუცილებელია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან განსკუთრებული ჩართულობა და განსაკუთრებული რაოდენობით დამკვირვებლების მოვლენა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ლელოს" ლიდერებმა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა