ბადრი ჯაფარიძე - ოკუპაციის საკითხი „ქართული ოცნების” უნიათო პოლიტიკის გამო აღარ არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში და ჩვენ ეს უნდა დავაბრუნოთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” თავისი პოლიტიკით საქართველოს ოკუპაციის საკითხი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნა.

როგორც ჯაფარძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 8 წლის განმავლობაში “ქართული ოცნებას“ არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რათა დეოკუპაციის პროცესი დაწყებულიყო ან შემსუბუქებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მდგომარეობა.

„ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი, სამწუხაროდ, საერთოდ მოხსნა დღის წესრიგიდან საერთაშორისო არენაზე. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი „ქართული ოცნების” სრულიად უნიათო და მიზანდასახული პოლიტიკის გამო აღარ არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში და ჩვენ ეს უნდა დავაბრუნოთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს