ისნის რაიონში სამი ახალი სკვერი გაიხსნა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევა­ნ დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატთან, პარლამენტარ ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში სამი ახალი სკვერის გახსნას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

ლევა­ნ დავითაშვილმა რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და განახლების მნიშვნელობაზე და ასევე ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ,,სასიხარულო ფაქტია, რომ რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქს კიდევ 3 ლამაზი სკვერი შეემატა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გაკეთდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკვერებში გასართობის სივრცეები პატარებისთვისაც მოეწყო. ჩვენი მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსა და თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნაა,“- განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმ­ა

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ვაზისუბნის 4მ/რ 2 კვარტლის N 11 და N 13 კორპუსებისა და წულუკიძის ქუჩის მეოთხე შესახვევის N4 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, დამონტაჟდა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, განთავსდა დასასვენებელი სკამები და აღნიშნული ტერიტორიები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო