მაია ბუწაშვილი - დღეს არსებული დინამიკით, 2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული

დღეს არსებული დინამიკით, 2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული. შემდეგი ჯერი მწარმოებელ კომპანიებზე იქნება, რამდენად სწრაფად დააკმაყოფილებენ მოთხოვნას,- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

ინფექციონისტის განცხადებით, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის პანდემიას დასრულებულად არ გამოაცხადებს, დამშვიდების საფუძველი არ არის.

„საბედნიეროდ, ჩვენთან სიტუაცია სტაბილურია. ეპიდისტუაცია მოკლედ შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან კარგი. შემთხვევების საერთო და დღე-ღამური რიცხვი ძალიან დაბალია, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ასევე, საერთოდ, მსოფლიოს საშუალო შემთხვევებთან შედარებით.

იმედია, ასე შენარჩუნდება. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი მოსახლეობა თითქოს დამშვიდდა - „კორონა დავამარცხეთ“ ეს არარეალისტური იყო. სანამ პანდემია გრძელდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია პანდემიის დასასრული, ჩვენ რისკის წინაშე ვრჩებით. თუმცა, სიტუაცია სტაბილური რჩება“,-განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა გადავიდა კლინიკური გამოცდის ფაზაზე და შედეგები იმედისმომცემია.

„როგორც კი გრიპის ვაქცინაცია დაიწყება, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. რა თქმა უნდა, გრიპის ვაქცინა არ შველის კორონავირუსს, მაგრამ გრიპისგან მაინც დავიცვათ თავი, რომ არ მოხდეს ორი პრობლემის ერთმანეთზე ზედდება.

კორონავირუსის ვაქცინაზე უფრო მეტია მოლოდინი, ვიდრე მედიკამენტებზე. ჯერჯერობით ლიდერი ვაქცინები, რომელიც დაწინაურდა და გადავიდა კლინიკური გამოცდის შემდეგ ფაზაზე, ძალიან იმედისმომცემ მონაცემებს წერს. ათასობით ადამიანს ჩაუტარდა და გვერდითი მოვლენები მინამალურია, იმუნური პასუხი კარგია“,- ამბობს ინფექციონისტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს