გიორგი კახიანი - კომიკური ვითარებაა, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება - ვერ შეთანხმდნენ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი

ვერ შეთანხმდნენ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ჩემი გადმოსახედიდან, კომიკური ვითარებაა, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

როგორც მან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს შესთავაზებენ და არა ის, თუ ვინ იქნებიან კანდიდატები.

„მოგეხსენებათ, მაჟორიტარებს თავისი სპეციფიკა აქვთ. მაჟორიტარების შერჩევისას ვხელმძღვანელობთ იმით, რომ კონკრეტულ რეგიონებში შესაბამისი კანდიდატები ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით და ავტორიტეტით უნდა სარგებლობდნენ. პროპორციულ სიაში რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობა იქნება იმის, რომ იქ იყვნენ წარმოდგენილნი ახალი სახეები. ეს პროცესი მიმდინარეობს. ძალიან მალე შესაბამის სიას წარვადგენთ.

სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე მაჟორიტარულ ოლქებს ვერ იყოფენ. ვერ შეთანხმდნენ იმაზე, ვინ იქნება პრემიერ მინისტრი და ასე შემდეგ. ჩემი გადმოსახედიდან, კომიკური ვითარებაა, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება. ჩვენთვის ეს მთავარი კი არაა, თუ ვინ იქნებიან კანდიდატები, მთავარია ის პროგრამა, რომელიც თითქმის მზად გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო