ეუთო-ში აშშ-ის მისია - რუსეთს ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ

ეუთო-ში აშშ-ის მისია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად უნდა შეასრულოს და საქართველოდან საკუთარი ჯარი უნდა გაიყვანოს.

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში აგრესია და ოკუპაცია დაიწყო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შეასრულოს, მათ შორის საკუთარი ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებამდე გაიყვანოს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო