თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა

“აქ, ახლა” თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თიბისიდან აცნობეს, დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალ მისამართზე - ლუბლიანას N13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა და მზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად.

დავით დავარაშვილის კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.

კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები: გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, მშობელთა სკოლა, სამეანო განყოფილება , ორსულთა მეთვალყურეობა, ექოსკოპიური გამოკვლევები, ლაბორატორია, ახალშობილის მეთვალყურეობა - პედიატრია.

ნაყოფის მედიცინის სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული უახლესი და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოში ექსკლუზიურად აღნიშნულ კლინიკაშია დანერგილი, რაც ნაყოფის უსაფრთხო განვითარებასა და დაბადებას უწყობს ხელს.

მათივე ინფორმაციით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა თიბისისა და ევექსის პოლიკლინიკების ქსელის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებს. თიბისის ჯანდაცვის სფეროში ჯამურად 260 მილიონი ლარის, ფარმაციის სექტორში კი - 73 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე - 2 42 42 52, ან ვებ-გვერდზე - www.ddc.ge

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო