ლევან სამუშია “ლელოს“ შეუერთდა

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ლევან სამუშია “ლელოს“ შეუერთდა.

„ლელო საქართველოსთვის“ ახალი წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს, ბრიფინგზე წარადგინა.

ლევან სამუშიას განცხადებით, „ლელო“ ახალი სიტყვა და ძალაა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული.

„მადლობა უკვე ჩემს გუნდს, რომელიც არის ახალი სიტყვა, ახალი ძალა ქართულ პოლიტიკაში. იმედი, რომელიც ესოდენ სჭირდება ქართულ პოლიტიკას და გუნდი, რომლისთვისაც მთავარია ადამიანის უფლებები, ადამიანი. ადამიანზე დამყარებული და ადამიანზე ორიენტირებულია ეს გუნდი. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა, სამართალი ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვიტანთ სამართალს. ის, რომ ეკონომიკაში იქნება წინსვლა ამ გუნდის მოსვლით, მე მგონი, ამას ჩემი შეფასებაც არ სჭირდება, საზოგადოებამაც კარგად იცის. ასე რომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ და გავამართლებთ ჩვენი ამომრჩევლების იმედებს,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა