სალომე სამადაშვილი - განსაკუთრებით ტრაგიკულია ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში

2008 წლის ომი საქართველომ მოიგო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა

მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთის ამოცანა იყო ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის დასრულება.

„ეს ძალიან ძალიან ძვირი ფასი დაუჯდა ქართველ ხალხს. ჩვენ 2008 წელს ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოსთვის, რომელიც იქნება ინტეგრირებული ნატო-ში და ევროკავშირში. დღეს ჩვენი ვალდებულებაა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რომლისთვისაც დაიღუპა არაერთი ქართველი. ჩემთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში და რუსულ აგრესიაში. გასული 12 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ოდნავ მაინც წინ წავსულიყავით იმ შეთანხმებების შესრულების თვალსაზრისით, რომელიც დაიდო ცეცხლის შეწყვეტის დროს 2008 წელს. ფაქტობრივად, ამ წლების განმავლობაში ჩვენი ტერიტორიების ანექსია გაღრმავდა, იმის მაგივრად, რომ ჩვენ შეგვეჩერებინა ეს პროცესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა