კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში აღებული ბენზინის 252 სინჯიდან, დადგენილი ნორმები მხოლოდ ერთმა ნიმუშმა ვერ დააკმაყოფილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 251 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯიდან, მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის მაისში, საქართველოს მასშტაბით, 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი აიღეს. სინჯები შემდგომი კვლევისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 252 სინჯიდან, მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. კერძოდ, რეგულარის მარკის ბენზინის ნიმუშში, ოქტანური რიცხვის მნიშვნელობამ შეადგინა 90 (ნორმა: არანაკლებ 91)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა