თინა ხიდეშელი - ჩვენ დიქტატორთან გვაქვს საქმე, ვისთვისაც სხვისი ქვეყნის ოკუპაცია და საარტილერიო ცეცხლით დახოცვა, არაფერს წარმოადგენს

ჩვენ ერთ ძალიან ჩვეულებრივ, შუასაუკუნეებში ჩარჩენილ დიქტატორთან გვაქვს საქმე, ვისთვისაც სხვისი ქვეყნის ოკუპაცია, მიწების დაპყრობა, ადამიანების ტანკებითა და საარტილერიო ცეცხლით დახოცვა, არაფერს წარმოადგენს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების პოლიტიკა ძალიან ხარვეზიანია.

„12 წელი გავიდა, ქვეყნის ოკუპაცია არ დასრულებულა. მეტიც, ყოველდღიურად ფაქტის წინაშე ვდგებით ხოლმე, როცა მიწის მორიგი მიტაცება ხდება, როცა ადამიანებს იტაცებენ, როცა ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქეების ცხედრებს გვიბრუნებენ, მაგრამ ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი გაჩერდა, ცხელი ფაზა აღარ მიმდინარეობს და ქვეყნის ოკუპაცია აღარ გაგრძელებულა. ეს უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერის დამსახურება, რომელიც საქართველოს აქვს. ახლა ყველაზე მთავარი, რასაც ყოველდღიურად უნდა ვაკეთებდეთ, არის ის, რომ დეოკუპაციის პოლიტიკის ფარგლებში გავუფრთხილდეთ ამ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას. შევეცადოთ ის კიდევ უფრო გავაღრმავოთ, ნაცვლად იმისა, რომ შევამციროთ და ადამიანები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ განვაწყოთ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას ბევრი შეცდომა აქვს და მისი პოლიტიკა ძალიან ხარვეზიანია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა