10 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით სოლიდარობის აქცია - „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება

10 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით სოლიდარობის აქცია - „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება. ექიმები სოლიდარობას „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დაკავებულ ექიმს გამოუცხადებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებიდან აცნობეს, 6 აგვისტოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. შეკრება ექიმ ვახტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მიეძღვნა. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს დაკავებულ ექიმს.

გამომსვლელებმა აღნიშნეს რომ მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ; წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს; თავად ფორმა, როგორც მოხდა ექიმების დაკავება, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სხდომაზე გადაწყდა, რომ მოხდეს სამედიცინო საზოგადოების მობილიზება შემდეგი ღონისძიებების განსახორციელებლად:

„ორშაბათს, 12:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ექიმები თეთრი ხალათებით გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და გააპროტესტებენ ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. ასევე, სამშაბათს 17:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება ბრიფინგი/აქცია, რათა რეგულირების სააგენტომ გადასინჯოს თავისი დასკვნა, რითაც ექიმებს სრულიად დაუსაბუთებლად ბრალად ედებათ უკანონო სამედიცინო საქმიანობა. სააპელაციო სასამართლოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება წინასწარი პატიმრობის გასაჩივრების წარდგენის დღეს.

ამასთანავე, გაერთიანება წერილით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორის NSCP -ის მიხედვით - ის სამედიცინო ჩარევა ( მისი კოდი), არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას , რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკავებულ ვახტანგ ყიფიანს. უფრო მეტიც, მეორე ოპერაციის დროს სამედიცინო მანიპულაცია საერთოდ არ განხორციელებულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო