მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ გააღატაკა ქვეყანა, გააღარიბა მშობლები და დღეს მათ შვილებზე გროშების დარიგებით უნდა, რომ არჩევნები მოიგოს

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველანაირი ფინანსური დახმარება კარგია, თუ მას მოაქვს გრძელვადიანი ეფექტი. ხაზარაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ გააღარიბა მშობლები და ახლა მათ შვილებზე გაცემული მცირე დახმარებით სურს არჩევნების მოგება.

„ქართულმა ოცნებამ“ გააღატაკა ეს ქვეყანა. გააღატაკა და გააღარიბა მშობლები და დღეს მათ შვილებზე რაღაც გროშების დარიგებით უნდა, რომ არჩევნები მოიგოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვემხრობი ნებისმიერ მხარდაჭერას თუ ამას მოაქვს რაღაც გრძელვადიანი ეფექტი. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მისი პრემიერის თამადობით თქვა, რომ ქვეყანა შედის ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყანა შესული იყო ეკონომიკურ კრიზისში პანდემიამდე, ქვეყანა გაღარიბებული იყო პანდემიამდე და უბედურება ის არის, რომ „ოცნების“ გასტუმრების მერე, ჩვენი და თითოეული თქვენგანის გადასახდელი იქნება ის ვალი, რომლებიც მათ აიღეს ქვეყანაში. ბიუჯეტის თითქმის 50% ვალით არის შედგენილი და ეს ვალი ისე გაანიავეს ამ წინასაარჩევნო საჩუქრებით, რომ ქვეყნა ჩააგდეს უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ის იყო პანდემიამდე,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა