გრიგოლ ვაშაძე - რუსეთმა სამხედრო ტერორისტული ოპერაცია დაიწყო და შემდგომ სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, 2008 წელს რუსეთის ფედერაციის ინტერესი და მთავარი მიზანი მოსკოვზე საქართველოს სუვერენული პოლიტიკის გადამისამართება იყო.

„რუსეთმა სამხედრო ტერორისტული ოპერაცია დაიწყო და შემდგომ სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 600-მდე ადამიანი დაგვეღუპა, არაერთი დაიჭრა და დასახიჩრდა. არასდროს ჩვენ ამას არ ვაპატიებთ.

დღეს შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რუსეთის ფედერაციის ინტერესი და მთავარი მიზანი მაშინ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დამუხრუჭება იყო, საქართველოს სუვერენული პოლიტიკის გადამისამართება მოსკოვზე და თუ ამას მოახერხებდნენ მისი შეიარაღებული ძალები, ჩვენი სახელმწიფოს განადგურება. ვერცერთ ამ ამოცანას რუსეთმა ვერ მიაღწია. რადგან მას ქართველი ერი და ჩვენი შეიარაღებული ძალები აღუდგა. ის ვაჟკაცები, რომლებიც ახლა აქ, მუხათგვერდზე განისვენებენ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს