ვიოლა ფონ კრამონი - ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკის მარცხი აჩვენებს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას

რუსეთის მიერ წარმოებული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკის მარცხი აჩვენებს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და მას წინ რუსეთის მრავალწლიანი აგრესია უძღოდა.

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც ამ დროს დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მრავალწლიანი აგრესია, რაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვიოლა ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს