ცენტრი „ემპათია“ - სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაპატიმრებები და მცოცავი ოკუპაცია ომიდან 12 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია

ცენტრი „ემპათია“ აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით და განგრძობით ოკუპაციაზე დღეს, 16:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრი „ემპათიიდან“ აცნობეს, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაპატიმრებები და მცოცავი ოკუპაცია ომიდან 12 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია.

„ცენტრი „ემპათია“ აწარმოებდა კომუნიკაციას რუსეთის პროკურატურასთან ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. რუსეთის პროკურატურის პასუხიდან გამომდინარე, „ირაკლი კვარაცხელიამ თავი საკუთარ მაისურზე ჩამოიხრჩო“ ეგრეთწოდებულ „ფილტრაციულ ოთახში“, რუსეთის პროკურატურა უარს აცხადებს ირაკლი კვარაცხელიას მეუღლე იქნას დაზარალებულად ცნობილი, ასევე მათ არ მოგვაწოდეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, განაცხადეს, რომ ამგვარი საქმე არ აღძრულა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

ცენტრმა „ემპათია“ - მ ასევე მიიღო წერილი რუსეთის პროკურატურიდან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომუნიკაციის პასუხად, რომლის მიხედვით ეგრეთწოდებული თანამდებობის პირების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების თაობაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და ვ. გაფრინდაშვილს დაზარალებულად არ ცნობენ.

აღნიშნულ ორ საქმეზე ვფიქრობთ, რომ ამოწურულია რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის ეტაპი და ცენტრი „ემპათია“ ამზადებს სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქართველოს მოქალაქე, დევნილობაში მყოფი ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებულ გალის რაიონში 2019 წლის 12 მარტს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სხვადასხვა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 49 დღის განმავლობაში.

სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაპატიმრებები და მცოცავი ოკუპაცია ომიდან 12 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია. ცენტრი „ემპათია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებულ და პარა - ოკუპირებულ ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა