ლონდა თოლორაია - რეგიონებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გააქტიურება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა მორიგი რეგიონული შეხვედრა ახალციხეში მოქმედ საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, ეს უკვე რიგით მეხუთე რეგიონია, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორი თავის გუნდთან ერთად ესტუმრა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები ამ ეტაპზე მხოლოდ ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში მდებარეობს. ჩვენი მიზანია სამსახური თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და რეგიონის მოსახლეობა კარგად იცნობდეს სამსახურის საქმიანობას. რეგიონების დაფარვის გაფართოება და ადგილობრივ ორგანოებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა, რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

„შეხვედრებზე აქტიურად განიხილება ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელების პროცესში ხედავს. შეხვედრის მონაწილე საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე, როგორც საგამოძიებო, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

ღონისძიებები ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის" პროექტისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით იმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა