TikTok-ი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებით იმუქრება

TikTok-ი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებით იმუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ამერიკაში TikTok-ის აკრძალვას ეხება, „შოკირებული“ არიან.

„კანონის უზენაესობის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას განვახორციელებთ,“- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება აპლიკაცია WeChat-ის მფლობელ Tencent-ს, კომპანიის განმარტებით, საკითხში სრულად გარკვევის მიზნით ისინი პრეზიდენტის განკარგულების განხილვას აწარმოებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ განკარგულებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს 45 დღის ვადაში ჩინურ აპლიკაციებთან - TikTok-სა და WeChat-თან - ბიზნეს კავშირების გაწყვეტას ავალდებულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა