გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი ბელარუსის ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ბელარუსის ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებით ვაკვირდებით ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბელარუსი ხალხის უფლებას, დაიცვან თავიანთი ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის, საარჩევნო უფლებები და მხარს ვუჭერთ ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს,“ - აღნიშნულია სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება არც ეუთო /ოდირს და არც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიეცა.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ არც ეუთო/ოდირს და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ მიეცა შესაძლებლობა, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით. მივიღეთ სამწუხარო ინფორმაცია წინასწარი კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ,“- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ ბელარუსის ხელმძღვანელობას, გაათავისუფლოს ყველა პატიმარი, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, თავი შეიკავოს ძალადობისგან ან ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისაგან და პატივი სცეს ბელარუსი ხალხის ნებას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა