გიორგი ვაშაძე - კაპიკები ხალხს, მილიონები „დამსხვრეული ოცნებების ლიდერების“ ჯიბეში! ეს ცინიზმია

„დამსხვრეული ოცნებების პარტია, ამ უმძიმეს ვითარებაში აგრძელებს ქვეყნის ძარცვას“, - ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, 31 ოქტომბერს, მაშინ, როცა „დამსხვრეული ოცნებების“ ხელისუფლება ჩამოშორდება სახელმწიფოს მართვას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი სრულ პასუხისმგებლობას აიღებს და მაქსიმუმ ერთ თვეში ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანს.

„დღეს 7 აგვისტოა და საქართველოს დეოკუპაციის გზა აღმშენებლობაზე გადის. მინდა ვისაუბრო იმ ცინიკურ განცხადებებზე, რომელიც მოვისმინეთ კანცელარიის შენობაში მჯდომი ადამიანის მხრიდან. ხელთ მაქვს საერთაშორისო გამჭვირვალობის, IDFI-ს და დამოუკიდებელი საგამოძიებო პლატფომა bellingcat-ის დასკვნები. კორონავირუსის დროს, როცა ყველაზე მძიმე ვითარებაში ვიყავით, მილიონობით კონტრაქტები გააფორმა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კომპანიებზე, მაშინ როცა ყველა გავღარიბდით, სამუშაო ადგილები დავკარგეთ, ამ ადამიანებმა კანცელარიაში მჯდომი პრემიერ-მინისტრის თაოსნობით ერთ პირთან მოლაპარაკებით, ერთდღიან კომპანიებს გაუფორმეს კონტრაქტები და მილიონობით ლარი მოიპარეს ჩვენი ბიუჯეტიდან.

ვიკენდ ელტდი მათი შემომწირველია, რომელმაც მილიონ ოთხასი ათასი დოლარის კონტრაქტი მიიღო კორონა პერიოდში გაზრდილი ფასებით. შპს "ჯეო ფერუმი", რომელმაც ასევე უზარმაზარი კონტრაქტი მიიღო „ქართული ოცნების“ შემომწირველი არის . შპს „ედემი“, რომელმაც წინა დღეს შესწირა „ქართულ ოცნებას“ ფული მეორე დღეს ორჯერ მეტი თანხით გაუფორმეს კონტრაქტი.

აქ არის ჩამონათვალი თქვენი კორუფციული სქემების, რომელზეც კორონა პერიოდშიც კი ხელი არ აგიღიათ. თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე საქართველოს მოქალაქემ მადლობა უნდა გითხრათ? თქვენ ხართ „დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელიც ამ უმძიმეს ვითარებაში აგრძელებს ქვეყნის ძარცვას და პირობას ვდებ, რომ 31 ოქტომბერს, როცა თქვენ ჩამოშორდებით ხელისუფლების მართვას, ჩვენ, ჩვენი გუნდი, სრული პასუხისმგებლობას ავიღებთ მაქსიმუმ ერთ თვეში კრიზისიდან გამოვიყვანთ ეკონომიკას. არა ისე, როგორც გვითხარით, რომ თურმე წლები უნდა ვიყოთ შიმშილში, უკიდურეს ჭაობში და უკიდურეს გაჭირვებაში.”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მმართველ გუნდს მოპარული მილიონები არ შერჩება.

„ხალხი მადლობელი კი არ უნდა იყოს თქვენი, ამ კაპიკების და გროშების გადაყრით, არამედ კაბინეტებიდან უნდა გაგდებდნენ, როგორც კორუმპირებულ ვირთხებს, რომლებმაც ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც ხალხს ასე უჭირს, კაპიკი ფული არ აქვს, მშიერია, ბიუროკრატიის გამო 300 ლარიანი დახმარებაც კი არ მიეცით.

გრცხვენოდეთ, ბატონო, გახარია თვალებში გიყურებთ, შემომხედეთ თვალებში და მზად ვარ პირადად შეგხვდეთ და თვალებში ჩაგხედოთ. ნუთუ არ გრცხვენიათ ამხელა კორუფციული სქემების, რომელსაც აწყობთ კორონა ვირუსის დროს. კითხვა მაქვს -სად მიდის 5 მილიარდი, რომელიც გამოუყვეს საქართველოს.

რატომ მხოლოდ 120 მილიონი ადამიანებს და 4 მილიარდ ნახევარი თქვენს ჯიბეში? გეკითხებით რატომ, ნამუსი სულ დაკარგეთ, ნუთუ ელემენტარული შეგრძნება არ გაქვთ, რა მდგომარეობაშია დღეს ხალხი. ამას არ გაპატიებთ არც ერთ შემთხვევაში , არ გაპატიებთ იმ ბინძურ ცინიზმს, რომლითაც გუშინ გველაპარაკებოდით , კიდევ ყეყეჩური ხმით, ვითომ დაგვამადლეთ რამე გეგონებათ თქვენი ჯიბიდან მოგქონდეთ. თქვენ ჯიბეებში მიგაქვთ ათობით და ასობით მილიონი და ხალხს აძლევთ კაპიკებს და გროშებს შიმშილის, უბედური ვითარების წინაშე მყოფ ადამიანებს. არ შეგრჩებათ ეს მოპარული მილიონები“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს