ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა იყო.

„ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდზე, მოლოდინებზე, კამპანიაზე, პრიორიტეტებზე და რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც დემოკრატიის და მართლმსაჯულების ქვაკუთხედია. ჩვენ ამ არჩევნებს და ყველა ამ პოლიტიკურ პროცესს განვიხილავთ სწორედ იმ ჭრილში, რომ მართლმსაჯულების რეფორმა იყოს ბოლომდე მიყვანილი. აქ ჩვენ გვჭირდება დამკვირვებელთა სიმრავლე იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ხალხის ნება თავისუფლად გამოვლინდეს იმიტომ, რომ ეს არის იმის საფუძველი, რომ დაწყებული რეფორმები, რომელიც შეჩერდა, მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ ნიდერლანდების საელჩოს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ, წლების განმავლობაში, საელჩოსთან ტრაციულად კარგი კომუნიკაცია გვაქვს. მადლობა გადავუხადე ელჩს იმისთვის, რომ საელჩო ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენც მიგვიღია ამ პროექტებში მონაწილეობა, მათ შორის: ზედამხედველობის გაძლიერების, მართლმსაჯულების რეფორმის და ადამიანის უფლებების კუთხით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო