გამომცემლობა „პალიტრა L"-ის „ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში გრძელდება

გამომცემლობა „პალიტრა L“-ი წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელი წელი სხვადასხვა ტიპის აქტივობით აქვს დატვირთული, მათ შორისაა „ლიტერატურული გაჩერება , - ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრა L” ავრცელებს.

მათი ცნობით, „ლიტერატურული გაჩერება“ კახეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 10 ქალაქს ესტუმრა, 10 აგვისტოს კი ლიტერატურული ქარავანი დაბა სტეფანწმინდაში გაჩერდება.

„გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც 300-მდე დასახელების წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება, სტეფანწმინდის ცენტრალურ სკვერში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე გაიმართება.

12 აგ­ვის­ტოს "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" დაბა სი­ო­ნში გადაინაცვლებს და გამოფენა-გაყიდვა სიონის ცენტრში, ნიკო ქუმსიაშვილის ქუჩაზე მოეწყობა.

13 აგ­ვის­ტოს კი სუ­რა­მის სკვერში, რუსთაველის ქუჩაზე.

გამომცემლობა სხვდასხვა ღონისძიებით ბათუმს, ოზურგეთსა და ბახმაროსაც ეწვევა და "ლიტერატურული გაჩერება" 19 აგვისტოს დასრულდება“,- აღნიშნულია „პალიტრა L“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს