უკრაინის საგარეო უწყება - საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ, რათა აიძულოს, შეაჩეროს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, რომელიც ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენაა მიმართული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, ოკუპაციის ხაზზე საქართველოს მოქალაქეების სისტემატური დაკავება და გატაცება, მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის 12 წლის მთავარი "მიღწევაა"“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთს საკუთარი ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდებს.

„უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, აგრეთვე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, გაიყვანოს რუსული ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციების თავისუფალი წვდომა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა და გააძლიეროს სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულოს იგი, შეაჩეროს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ასევე მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს