ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ვეტერანებს შეხვდა

აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ჩავიდა და 9 აპრილის სახელობის სკვერში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელი ვეტერანებს სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ამურ რევიშვილმა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ხურციძემ, შეკრებილ ვეტერანებს ის პროექტები და პროგრამები გააცნეს, რომლებსაც სახელმწიფო ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ახორციელებს. შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების წარმომადგენლებთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ნუგზარ თინიკაშვილთან და ვეტერანებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ახალგორელი მებრძოლის, ლევან მიდელაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ვლადიმერ იმნაძემ ლევან მიდელაშვილის ოჯახი მოინახულა და კიდევ ერთხელ გამოხატა მათ მიმართ თანაგრძნობა. უწყების ხელმძღვანელი, ასევე, ესტუმრა მრავალშვილიანი ვეტერანის, თამაზ ამირანაშვილის ოჯახს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო