ბადრი ჯაფარიძე - გიორგი გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, იანვარში ქვეყნის ეკონომიკა გიორგი გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება. მან დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად მთავრობა უნდა შეიცვალოს.

„იანვარში გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება ქვეყნის ეკონომიკა. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ამიტომ ჩვენ უნდა გავისტუმროთ ეს ხელისუფლება ოქტომბერში იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის სცენარი, რომელზეც გახარია საუბრობს - ეს არის გაჭირვების და კრიზისის გაღრმავების სცენარი, რომლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო გაღატაკდება. ჩვენ უნდა გავისტუმროთ გახარია, მისი პარტია და თანაპარტიელები, იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ეკონომიკაში გადავდგათ თამამი და კრეატიული ნაბიჯები და შედეგად უზრუნველვყოთ ადამიანების კეთილდღეობა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა