ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ იმ ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის საკითხს გადახედოს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ საქართველომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, იმ ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის საკითხს გადახედოს, რომელთა მოქალაქეებს ამ დროისთვის ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, საფრანგეთში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თავად ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების კორექტირებას ორ კვირაში ერთხელ აკეთებს, საქართველოს კი ამაზე მსჯელობა, ყოველდღიურად შეუძლია.

„მე ეკონომიკის მინისტრი ვარ, შესაბამისად, სრულად ვეყრდნობით ჩვენი ექიმების, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, კვლავაც გვიჭირავს პულსზე ხელი. ევროკავშირი ამ კორექტირებას ორ კვირაში ერთხელ აკეთებს. ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია ამაზე მსჯელობა. ჩვენი ეპიდემიოლოგები რა მომენტშიც კი დაინახავენ რომელიმე ქვეყანასთან საფრთხეს, უნდა გადაიხედოს ურთიერთობის რეჟიმი, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, ეს გავაკეთოთ. დიდი იმედი მაქვს, ქვეყნებმაც ისწავლეს, როგორ უნდა მართონ ეს გამოწვევები. იმედი მაქვს, რომ ეს არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ადამიანების ჯანმრთელობის უპირატესი ამოცანიდან გამომდინარე“,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიასა და საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეინიშნება, მათ შორის საფრანგეთში გუშინ ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა