ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 300-მდე უცხოელი ტურისტია ჩამოსული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში მყოფი 5 ევროპული ქვეყნიდან პირველი რეისები უკვე განხორციელდა და საქართველოში დაახლოებით 300-მდე უცხოელი ტურისტია ჩამოსული. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში დასვენების მიზნით ჩამოსული უცხოელები ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარანტინში მოთავსდნენ. მისივე თქმით, სხვა მიზნით ჩამოსული უცხოელები საკარანტინო 2 კვირიან პერიოდს გადიან.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ასევე დაახლოებით 300-მდე უცხოელი ვიზიტიორი იმყოფება საკარანტინო ზონაში.

„უცხოელი ვიზიტორებიდან ძალიან ბევრი არის საკარანტინო ზონაში, ყველა დასვენების მიზნით, რა თქმა უნდა, არ არის ჩამოსული, ბევრი სამსახურეობრივი მიზნით ჩამოდის. ჩვენ ახლა დაახლოებით 300-მდე უცხოელი გვყავს სხვადასხვა საკარანტინო ზონებში განთავსებული. რაც შეეხება დასვენებას, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩამოვიდეს იმ პერსპექტივით, რომ 2 კვირა გაატაროს კარანტინში.

რაც შეეხება იმ 5 უსაფრთხო ქვეყანას უკვე პირველი რეისები განხორციელდა, სტატისტიკაც გვაქვს. ბოლო რეისის სტატისტიკა არ მაქვს, მანამდე კი იყო ბერლინი, მიუნხენი და პარიზი, ანუ ე.წ. ნაცვალგების პრინციპით 300-მდე ადამიანია ჩამოსული. ეს არის ის პირველი ტურისტები ვისაც ვიხილავთ ქუჩებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს