სერგი კაპანაძე - „ქართულმა ოცნებამ“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა დაიწყო, რაც სასაცილოა

„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა დაიწყო, რაც სასაცილოა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსმა, სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პლაკატების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

„ევროპულმა საქართველომ“ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ჩვენ დავასახელეთ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც შეუდგნენ საქმიანობას. ყველამ კარგად იცის, რომ ამ კამპანიის ნაწილი არის პოსტერების გაკვრა. ჩვენც, ამ დღეების განმავლობაში პლაკატები გავაკარით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„ქართული ოცნება“, რომელიც, როგორც ჩანს, იმდენად შეშინებულია, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რომ გადაწყვიტა ადრეულ ეტაპზევე დაიწყოს ბრძოლა საარჩევნო პლაკატების წინააღმდეგ. ჩვენი საარჩევნო პლაკატების მასიური ჩამოხევა დაიწყეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც სასაცილოა.

მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმას, თუ რამდენად აჩვენებს ეს ისტერიას ხელისუფლების მხრიდან, რამდენად ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ფორმაში არიან, როგორი სახედაკარგულები არიან. რამდენიმე ქალაქში ემტერებიან ჩვენს პლაკატებს.

ამას, როგორც წესი, აკეთებენ ან საბიუჯეტო მოხელეების ხელით, რომლებიც ჩვენი დაქირავებულები არიან და ჩვენგან იღებენ ფულს, ან ისეთი ადამიანების ხელით, რომლებიც კონტრაქტით ჰყავთ აყვანილი, ან მერიებს, ან სახელმწიფო სამსახურებს“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის წევრებმა „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო პლაკატები კედლიდან ჩამოხიეს. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ისინი კედლის მოხატვას აპირებდნენ. „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსის სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მერიის ა(ა)იპ-ის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანიაში მიზანმიმართულად შეუშალეს ხელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს