ეკატერინე ტიკარაძე - არ ვიშურებთ არცერთ დღეს, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ ყველა ადამიანის  საჭიროების დაკმაყოფილება

არ ვიშურებთ არცერთ დღეს და წელს, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ ყველა ადამიანის იმ საჭიროების დაკმაყოფილება,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში დევნილი მოსახლეობისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობა 22-კომლიანი სოფლის ტიპის საცხოვრებლის, რომელიც დევნილი მოსახლეობისთვის იქნება განკუთვნილი.

„ნამდვილად დიდი შრომა არის ჩადებული, რომ ჩვენ დღეს გქონოდა საშუალება გაგვეხარებინა ბავშვები, გაგვეხარებინა 251 ოჯახი და საერთო ჯამში 1000 ადამიანი, რომლებსაც ნამდვილად დამსახურებულად ეკუთვნით, რომ იცხოვრონ უღრუბლო საქართველოში, შიშის გარეშე, საკუთარი საცხოვრისი გააჩნდეთ და ჰქონდეთ ელემენტარული პირობები, როგორც ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს. ეს არის ჩვენს მიერ აღებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ წლების წინ მივეცით ძალიან დიდი მნიშვნელობა და მივანიჭეთ უპირატესობა, არ ვიშურებთ არცერთ დღეს და წელს, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ ყველა ადამიანის იმ საჭიროების დაკმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიაზრებთ და ვხედავთ, რომ აუცილებელია და არსებობს.

მინდა, მადლობა გადავუხადო „დირსის“ კომპლექსს, რომელმაც ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ დაგვეკმაყოფილებინა ყველა ის საჭიროება, რომელიც დღესდღეობით იდგა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ჩვენი დევნილი მოქალაქეების წინაშე. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენ გერმანიის მთავრობა, რომ უახლოეს მომავალში დავიწყოთ მშენებლობა 22 კომლიანი სოფლის ტიპის საცხოვრებლის ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ჩართულობა არის აღსანიშნავი რეგიონული განვითარების სამინისტროს მხრიდან, რომელსაც ისინი წლებია აწარმოებენ და წლის ბოლომდე საშუალება გვექნება ქუთაისში, ზუგდიდში განვასახლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, მადლობას გიხდით თქვენ მოთმინებისთვის, რომელიც წლებია გამოიჩინეთ სახელმწიფოს, ჩვენს მიმართ. მადლობა, რომ თქვენთან ერთად მეძლევა საშუალება და ვიზიარებ ამ სიხარულს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო