მიხეილ სააკაშვილი - ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და სიმართლის მტრების წინააღმდეგ

სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან გააკეთა.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, საქართველო იქნება აუცილებლად თავისუფალი.

„სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს, სიმართლის მტრების წინააღმდეგ. ჩვენი გზა არის სამართლებრივი, კანონიერი და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. მე თვითონ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მე თვითონ ამ ქალაქში, ჰააგაში ვსწავლობდი მათ შორის, საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სამართალს და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ნაცნობი თემა.

ყველა ჩემი კავშირის გამოყენებით და მათ შორის, ამ ძალიან ცნობილი იურისტების მოწვევით და საქმეში ჩაბმით, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს და ჩვენ სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ.

საქართველო იქნება დეოკუპირებული, მტერი აუცილებლად დატოვებს ჩვენს ტერიტორიას, ივანიშვილის ხრიკები არ გავა, ის რაც მათ ჩაიდინეს სიმართლის გაყალბების კუთხით, მან, წუკლუკიანმა, სუს-ის ხალხმა, რა მანიპულაციებიც ჩაიდინეს თუნდაც, ბოლო წლებში გამოძიებასთან დაკავშირებით, ყველაფერში დადგინდება სიმართლე და დადგინდება ვინ აყალბებს და ვინ არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველო გამტყუნდეს, ვინ არის დაინტერესებული, რომ მტრის, რუსეთის დავალება შეასრულოს, პუტინ-მედვედევის პირველადი დაკვეთა შეასრულოს. საქართველოს ოფიცრები, ვინც იცავდა თავის თავისუფლებას, გამტყუნებულები აღმოჩნდნენ, ეს მათ არ გამოუვათ, დარწმუნებული ვარ, დამნაშავე დაისჯება, საქართველო იქნება აუცილებლად თავისუფალი.

მე ვდგავარ აქ და ვიდგები ბოლომდე იმისათვის, რომ სიმართლე იყოს დაცული და საქართველო გამოვიდეს აქედან სიმართლის მხარეს და გამოვიდეს გამართლებული, იმიტომ რომ საქართველო არის ცამდე მართალი, იმიტომ რომ ჩვენი გმირები იყვნენ ცამდე მართალი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცავდით ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ჩვენ არასდროს არ ვიქნებით სხვისი ნების ბრმა გამტარებლები, რასაც არ უნდა ცდილობდეს დღევანდელი ე.წ. სრულიად არალეგიტიმური მთავრობა, იმიტომ რომ ეს არის მთავრობა, რომელიც დგას ტყუილზე და სულ სხვა მხარის ინტერესებს ატარებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო