გიორგი ვაშაძე - გმირების სახელი იქნება უკვდავყოფილი ერთიან საქართველოსთან ერთად

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს გმირებს და ვეტერანებს, გვერდში დაუდგეს და დაეხმაროს მათ ოჯახებს.

ვაშაძის განცხადებით, ახალი თაობა უნდა ხედავდეს, რომ გმირები, მათი ოჯახები და ვეტერანები ყოველთვის დაფასებულები არიან ქვეყანაში.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი ქვეყანა, ხოლო გმირების სახელები - უკვდავყოფილი ერთიან საქართველოსთან ერთად.

„საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი ქვეყანა და ის გმირები, რომლებიც აქ არიან, ამ სასაფლაოზე და არა მარტო აქ, მათი სახელი იქნება უკვდავყოფილი ერთიან საქართველოსთან ერთად. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ამ გმირებს, დაეხმაროს მათ ოჯახებს გვერდში უნდა დაუდგეს, ვეტერანებს აუცილებლად, რადგან პატრიოტიზმი გავაღვივოთ ჩვენს ახალგაზრდებში და საქართველოს მოქალაქეებში. ისინი უნდა ხედავდნენ , რომ გმირები, მათი ოჯახები და ვეტერანები ყოველთვის დაფასებულები არიან ქვეყანაში" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა