ირაკლი ბერაიამ რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი". აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

“ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა და მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მთავარი მომლაპარაკებელი ლაშა დარსალია, საერთაშორისო ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

განსახილველ საკითხს წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს ომი და მისი ნეგატიური გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა და სხვა საკითხები.

ირაკლი ბერაიამ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მზარდ მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე და გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, პანდემიის პერიოდში საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე და ჰიბრიდულ კამპანიაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო პარტნიორების რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებში უმაღლეს დონეზე შენარჩუნების და კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვების და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების საჭიროებას. ირაკლი ბერაიამ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივაზე, შერიგებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის სფეროში გადადგმულ და მიმდინარე ნაბიჯებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს