კომპანიის იურისტი - ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან უცნაურად გამოჩნდა, ZAG-საც წერდა, როგორც თამუნას მეგობარი და ინფორმაცია აინტერესებდა

კომპანია „ზეგის“ იურისტის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე ვიდრე საზოგადოებაში გამოჩნდებოდა, „ზეგის“ თანამშრომლებს, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი წერდა და მათგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.

აღნიშნულის შესახებ ჭაბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„ბაჩანა ლობჟანიძე ზოგადად ძალიან უცნაურად გამოჩნდა და ორი სიტყვით ვიტყვი, ვიდრე მის შესახებ საზოგადოება საჯაროდ გაიგებდა, კომპანია „ზეგსაც“ წერდა, როგორც თამუნას მეგობარი და აინტერესებდა ჩვენგან ინფორმაცია. პლუს, თამუნას მეგობარმა გუშინ იგივე დაადასტურა ინტერვიუში. ეს ადამიანი თავისი ფეხით დადის გამოძიებაში და ეხვეწება დამკითხეთო, შეაწუხა გამომძიებლებიც. მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, სიმართლე გითხრათ, ნახევარს ვერც ვიგებ, ლოგიკურ ჯაჭვს ვერ მივყვები, არა იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის უნარი, ალბათ, უმეტესობა ასე არის.

რაც შეეხება ჩხრეკას, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. მე უშუალოდ ორი პიროვნების ბინის ჩხრეკას დავესწარი, ჩემ კოლეგებს რომ ვკითხე, პირადი, ბებიის და ბავშვის კომპიუტერები, ლეპტოპები წაიღეს“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპანია „ზეგს“ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

„16 მარტის შემდეგ თამუნა არცერთ თანამშრომელს არ უნახავს, ვინაიდან, დისტანციურად მუშაობდნენ. კომპანია „ზეგს“ თამუნას ტრაგიკულად გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ განტევების ვაცი უნდათ მოძებნონ, და ოღონდ ვინმე დააპატიმრონ, რომ რაღაც გააკეთეს და ხალხს აჩვენონ, მაშინ ყველაფერი მოსალოდნელია. სამართლებრივი თვალსაზრისით, კომპანიას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - აცხადებს ჭაბაშვილი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა