„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 10 აგვისტოს, თბილისი-ფოთის რეისზე მგზავრებს გზამკვლევი მარიკა ბაკურაძე დაემგზავრება

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე სხვა მგზავრებთან ერთად გზამკვლევი მარიკა ბაკურაძე იმგზავრებს, რომელიც მგზავრობის მიმდინარეობისას ფოთისა და კოლხეთის დაბლობის შესახებ სხვადასხვა ისტორიას მოყვება.

„ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.

ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ, რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც „გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.

დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.

შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.

იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე „საქართველო რკინიგზასთან“ ერთად!“- ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს