საქსტატი გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება.

პროექტის პირველი კომპონენტის მიზანია COVID-19-ის ზეგავლენის შეფასება ოჯახებსა და ბავშვებზე, მათ დასაქმებასა და შემოსავლებზე, აგრეთვე, სასურსათო უსაფრთხოების, მიგრაციის და ონლაინ სწავლების საკითხებზე, მათ შორის ოჯახების შესაძლებლობაზე ბავშვთა განვითარების საკითხებში ჩართულობის და მათზე მზრუნველობის შესახებ.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და საქართველოს მთავრობას ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში“, აღნიშნა საქართველოში გაერო-ს ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა, „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებთან დაკავშირებით უკეთესი შედეგების მიღწევას. მონაცემების სტრატეგიულ ცოდნად გარდაქმნა ზრდის პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას არსებულ ვითარებასთან, აუმჯობესებს გადაწყვეტილებების სამართლიანობას, და ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას“, - დასძინა ხალილმა.

პროექტის მეორე კომპონენტის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, ასევე ბავშვებისათვის ადვილად გასაგები და აღსაქმელი გზით, ინფორმაციაზე წვდომა, სტატისტიკის სფეროში ცოდნის გაღრმავების მიზნით. აღნიშნულის მისაღწევად უნდა განხორციელდეს საქსტატის ვებ-გვერდზე ახალი პორტალის შექმნა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სადაც სხვადასხვა ვიზუალური საშუალებების (ინფოგრაფიკა, ანიმაცია, ვიდეოგრაფიკა და ა.შ.) მეშვეობით მათ ექნებათ საშუალება მიიღონ სასაგებლო ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. მიზნობრივი აუდიტორია მოიცავს ორ ჯგუფს (8-12 წლის ასაკი და 13-19 წლის ასაკი).

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, „ეს არის სრულიად ახალი სიტყვა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ ჰყავს ანალოგი. ახალი პორტალი ბავშვებს და მოზარდებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული მიმართულების განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებს და მოზარდებს, გაიღრმაონ ცოდნა სტატისტიკის სფეროში, გაიუმჯობესონ ინფორმაციის სწორად აღქმისა და ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარები, იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები ბავშვთა უფლებების შესახებ, გამოიყენონ ოფიციალური სტატისტიკა რეალურ ცხოვრებაში და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.“

პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცემა სტატისტიკური პუბლიკაცია „ბავშვები და მოზარდები საქართველოში“, სადაც თავმოყრილი იქნება სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა