თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქედს ვიხრი სამშობლოსთვის დაცემული ყველა გმირი ჯარისკაცის, სამოქალაქო პირის, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ვალია გააგრძელოს ეს ბრძოლა რომელიც უნდა იყოს თანმიმდევრული, პრაგმატული. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ჩვენი ერთად დგომით დავძლიოთ ეს უდიდესი გამოწვევა რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა. ღონისძიებას აჭარიდან აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მინისტრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)