გიორგი გახარია - დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის, ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ და აფასებენ. როგორც გახარიამ განაცხადა, მიუხედავად ქვეყანაში პოლიტიკური ინტერესებით სპეკულირებისა, საქართველო ახერხებს და პარტნიორებთან ურთიერთობას აღრმავებს.

„მიუხედავად ბრალდებისა, ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა კერძო პოლიტიკური ინტერესებით, კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტარატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითადად სტრატეგიულ მიმართულებებზე. ეს არის ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი - ამ მიმართულებით ვინც როგორი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას არაფერი ემუქრება, პირიქით - ეს სტრატეგიული ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში გახდა ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილა. ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ. რა თქმა უნდა, ესაა პროცესი, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის