ბეირუთში მაშველები 60-ზე მეტ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მაშველები 60-ზე მეტ დაკარგულ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.

„დაღუპულია 154 ადამიანი, მათ შორის 25-ის იდენტიფიცირება არ მომხდარა. 60-ზე მეტი ადამიანი კი - დაკარგულია,“- განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს-პრესთან“ საუბარში.

მისივე თქმით, 5 000 დაშავებულიდან 120-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება სამშაბათს მოხდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა