სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხი გავაერთიანოთ, ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა.

ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში - ეს შიდა დაპირისპირება ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო - ეს ჩვენი გმირების უპატივისმცემლობა და მათი დავიწყებაა.

ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის დაიღუპნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს.

ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხი გავაერთიანოთ, ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით, მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო