ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ომი, ნგრევა და ოკუპაცია მომავალში არ განმეორდეს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი, როგორიც არის ომი, ნგრევა და ოკუპაცია, მომავალში არ განმეორდეს, -ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანას ჰყავს გმირი სამხედროები, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის.

„ოკუპაციის შედეგები უმძიმესია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი გონივრული პოლიტიკით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი, როგორიც არის ომი, ნგრევა და ოკუპაცია, მომავალში არ განმეორდეს. ეს არის ტრაგედია, რომელიც უნდა დასრულდეს.

რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ მოსახლეობას თავიდან ავაცილოთ პრობლემები. ჩვენ ვნახეთ ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც განდგურებულები არიან. ეს არის ის უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუტოვა ჩვენს მთავრობას.

კარგად მახსოვს უპასუხისმგებლო, მოღალატე პოლიტიკოსების განცხადებები, მათი მოღალატეობრივი ქმედებები ომის დროს, როდესაც გმირი სამხედროები ყველაზე გმირულად იბრძოდნენ, თავი გასწირეს ქვეყნისთვის. ვნახეთ, როგორ გამორბოდნენ, მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო