არჩილ თალაკვაძე - ის, რაც სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ორი სახე აქვს - ერთ-ერთი სახე არის ის, როდესაც სააკაშვილი სამხედრო თვითმფრინავის დანახვისას გარბის ბრძოლის ველიდან. ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰააგის სასამართლოში სარეკომენდაციო დასკვნის შეტანის ფაქტი და აღნიშნა, რომ „ის რაც სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია“.

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე - ერთი ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და მეორე სახე, როდესაც გუშინ ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. შეფასებები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა თქმა უნდა. რაც მან გუშინ გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა.

„სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს, სიმართლის მტრების წინააღმდეგ. ჩვენი გზა არის სამართლებრივი, კანონიერი და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. მე თვითონ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მე თვითონ ამ ქალაქში, ჰააგაში ვსწავლობდი მათ შორის, საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სამართალს და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ნაცნობი თემა.

ყველა ჩემი კავშირის გამოყენებით და მათ შორის, ამ ძალიან ცნობილი იურისტების მოწვევით და საქმეში ჩაბმით, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს და ჩვენ სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა